1.პროექტის სახელწოდება: მიგრაცია და საქართველო
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მიგრაციის შედეგები მოახლეობის რაოდენობის შეცვლასთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 20 წლის განმავლობაში 1 მლნ. კაცით შემცირდა.
3.პროექტის აქტუალობა: საქართველოს მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის მიგრაცია. ეს პრობლემა უარყოფითად აისახა ქვეყნის სხვადასხავა სფეროზე
4.პროექტის მიზნები: უნდა დავადგინოთ მიგრაციის გამომწვევი მიზეზები და შედეგები. უნდა მოვძებნოთ მისი შეჩერების გზები .
5.მონაწილეთა ასაკი: 15-16წ, 16-17წ.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: სქემები, დიაგრამები, სტატისტიკური მონაცემები, მოსახლეობის გამოკიტხვები, ვიდეო მასალები,სურათების გამოფენა.
მოსწავლეები უკეთ გაეცნობიანსაქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას.გაიუმჯობესებენძიების, კვლევის, კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარს.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტორიული ფაქტები და წყაროები საქართველოს ისტორიიდან
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები პირველ ეტაპზე დაადგენენ უძველეს მიგრაციებს საქართველოდან. გამოიკვლევენ მიზეზებს,მოიძიებენ მათ შთამომავლებს, გაუკეთებენ ანალიზს.
მეორე ეტაპი თანამედროვე მიგრაციების მიმართულებების და რაოდენობის დადგენა, მონაცემებზე დაყრდნობით თვალსაჩინოებისათვის სქემების და დიაგრამების შექმნა მოსახლეობაში გამოკითხვების ჩატარება, მიზეზების გამოკვლევა, გამოსავალის ძებნა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეოვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება, მათემათიკა, მინგლისური ენა, რუსული ენა, ისტი
11.პროექტის ხელმძღვანელი: ფიქრია ოტიაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: p.otiashvili7713@gmail.com
13..პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: fiqotio.blogspot.com
პრობლემა – შრომითი მიგრაცია
მიგრაცია თანამედროვე საქართველოს უმწვავესი პრობლემაა. პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარებული მრავალმხრივი კრიზისის შედეგად ცხოვრების დონის კატასტროფულმა დაცემამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა ფიზიკური გადარჩენისთვის გამოსავალი საზღვარგარეთ დასაქმებაში ეძებნა. სამწუხაროდ ეს დღესაც გრძელდება. ვერა და ვერ შემცირდა მისი ინტენსიურობა, ვერ მიიღო ხელსაყრელი და ლეგალური ფორმა. შრომითი მიგრაცია – ეს არის პროცესი, რომელიც მეტად უარყოფითად აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე. გაეროს შეფასებით, თუ გაგრძელდა არსებული დემოგრაფიული ტენდენციები, 2000-2050 წწ. საქართველოს მოსახლეობა 2 მლნ-ით შემცირდება, რაც ამჟამინდელი მოსახლეობის თითქმის 40%-ს შეადგენს.
შრომითი მიგრაცია, რაღა თქმა უნდა, არ ხდება უმიზეზოდ.
მიზეზები:
მას აქვს უამრავი უარყოფითი მხარე:
მიზეზები:
- უმუშევრობა, არასრული დასაქმება;
- მცირე შემოსავალი;
- ქვეყნებს შორის შრომის ანაზღაურებაში დიდი განსხვავება;
- სულ უფრო მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები;
- გაუმჯობესებული კომუნიკაციები და სატრანსპორტო მომსახურების ფინანსურად ხელმისაწვდომობა;
- აგენტების, დამქირავებლებისა და ადვოკატების ინსტიტუციონალიზებული და კომერციალიზებული ქსელების აქტივიზაცია;
- სოფლად გაჩენილი ჭარბმოსახლეობა;
- უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა ზეჭარბწარმოება და თანამედროვე ტექნოლოგიებთან პროფესიული მომზადების შეუსაბამობა;
- ქვეყნის მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე;
- დემოგრაფიულად დაბერებულ ქვეყნებში მუშახელზე მოთხოვნის ზრდა;
- პირველი და მთავარი– იგი კიდევ უფრო აურესებს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას.
- ქვეყნის შრომის ბაზარს აკლდება მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა ( ქვეყანა კარგავს ყველაზე ენთუზიასტ და უნარიან ახალგაზრდობას, მათ პროფესიულ მომზადებასა და განათლებაზე გაწეულ დანახარჯებს. )
- შრომითი ემიგრაცია, უმთავრესად, არალეგალური ხასიათისაა და დაკავშირებულია უცხოეთში ჩვენი თანამემამულეების უკიდურეს დისკრიმინაციულ დასაქმებასა და ყოფასთან. (ძალიან ბევრი შრომითი მიგრანტი გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი)
- შრომითი ემიგრაციისას თითქოს, მცირდება შიგა ბაზარზე დაუსაქმებელი მოსახლეობის ხვედრითი წილი. მაგრამ, მეორე მხრივ, უარესდება შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის ხარისხი.
| იმიგრაციის ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენაზე გადაწყვეტილება | რუსეთი | გერმანია | საბერძნეთია | აშშ |
| არ დავრჩები | 58 | 50,8 | 48 | 60 |
| შესაძლებელია | 9,7 | 27,0 | 24 | 10 |
| არვიცი | 32,3 | 22,4 | 28 | 30 |
| სულ | 100 | 100 | 100 | 100 |
პრევენციის გზები
რა შეგვიძლია გავაკეთოთ შრომითი მიგრაციის შესაჩერებლად?
- ქვეყნის შრომის ბაზრის შესწავლა
- დასაქმება (უმუშევრობის შემცირება)
- სოფლის მეურნეობის აღორძინება, ადგილობრივი მეწარმეების წახალისება
- უცხოელი ინვესტორების მოზიდვა

No comments:
Post a Comment